19:15 - 25 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-08 09:46:50, 396 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, არ გამორიცხავს სამხედრო ძალის გამოყენებას პანამის არხსა და გრენლანდიაზე კონტროლის მოსაპოვებლად. ტრამპის თქმით, ამ ტერიტორიებზე კონტროლის მიღება მნიშვნელოვანი იქნება აშშ-ის ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის.

„არა, დარწმუნებით ვერ გეტყვით, რომელ საშუალებას გამოვიყენებ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ამ ტერიტორიებს გვჭირდება ჩვენი ეკონომიკური უსაფრთხოებისთვის,“ - განაცხადა ტრამპმა მედიასთან საუბარში, პასუხად კითხვაზე, ხომ არ გეგმავს ის სამხედრო ან ეკონომიკური ძალის გამოყენებას.

კითხვაზე, თუ გამოიყენებს თუ არა იგი სამხედრო ძალას კანადასთან მიმართებაში, ტრამპმა განმარტა, რომ ის არ გამოიყენებს სამხედრო ძალას, არამედ უფრო ეკონომიკურ ძალას.

დონალდ ტრამპმა ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ კანადაში ბევრ ადამიანს სურს აშშ-ს 51-ე შტატად შეუერთდეს. „თუ კანადა აშშ-ს შეუერთდება, არ იქნებოდა ტარიფები, გადასახადები მნიშვნელოვნად შემცირდებოდა, და ისინი დაცულები იქნებოდნენ რუსული და ჩინური გემების საფრთხისგან,“ - განაცხადა ტრამპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
არეულობები ბარსელონაში - 128 ადამიანი დააკავეს, ათობით მაღაზია დაზიანდა
ფეიქრიშვილების დედა ამბობს, რომ მისი შვილის საკანში ვატო ყიფიანი შევიდა - პენიტენციური ფაქტს უარყოფს - ვიდეო
ფიგურული ციგურაობაში მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრანპრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
სერბეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - რიგები კილომეტრებით გაიჭიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics