15:56 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 13:10:04, 383 ნახვა

პოლიტიკა
გოგი თოფაძე: პრემიერ-მინისტრმა ძალიან ობიექტური და სწორი ანალიზი გააკეთა

"პრემიერ-მინისტრმა ძალიან  კარგად ჩამოყალიბებული, ობიექტური, სწორი ანალიზი გააკეთა დღევანდელი მდგომარეობის", - ასე გამოეხმაურა ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის დღევანდელ განცხადებას:

"მოვისმინე პრემიერის განცხადება. პრემიერმინისტრმა ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ობიექტური,   ძალიან სწორი ანალიზი გააკეთა დღევანდელი მდომარეობის. როორც ყოველთვის, ბატონი გიორგი არის ძალიან ობიექტური. ამ დღეებში  შევიკრიბებით პოლიტსაბჭოზე და იქ გადაწყდება ყველაფერი",-განუცხადა თოფაძემ "ექსპრესნიუსს"

რაც შეეხება იმას, თუ  რა შესაძლო  ცვლილებებს გულისხმობდა პრემიერმინისტრი, გოგი თოფაძემ დამატებით კითხვებს არ უპასუხა.

ცნობსითვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კოალიციაში არსებულ პოლიტიკურ დაპირისპირებას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირებამ სრულიად მიუღებელი ფორმა მიიღო. როგორც გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრი პირველ რიგში მთავრობის წევრია და მხოლოდ ამის შემდეგ არის საკუთარი პარტიის ერთ–ერთი ლიდერი.

სწორედ მისი სტატუსიდან გამომდინარე, პრემიერის შეფასებით, მისი მხრიდან მსგავს დაპირისპირებაში ჩართვა მიუღებელია. გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ;

"წინააღმდეგ შემთხვევაში, მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განვახორციელებ ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას", - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
ერთ წელიწადში საქართველოში 1560 ბავშვზე იძალადეს, მათ შორის 170-ზე სექსუალურად
ზურაბიშვილი - 14 წელი! ეს უკვე ზღვარს გადასცდა! ეს „ოცნება“ აღარ ეკუთვნის „მეოცნებეებს“, არამედ დროებითი მმართველების, ძალაუფლების ხელში ჩაგდებული პირების ან მონების კოშმარად იქცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics