09:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-03 12:20:25, 525 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობა დიდ დიღომში დაზიანების აღმოფხვრაზე პასუხისმგებლობას GWP-ს აკისრებს

საბურთალოს გამგეობა მელიქ სურხავის ქუჩაზე დაზიანებული წყალსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

„საბურთალოს რაიონში, დიდი დიღომში, მელიქ სურხავის ქუჩაზე ცენტრალური წყალდენის დაზიანების შესახებ ქალაქ თბილისის მერიის ცხელ ხაზზე შეტყობინება 3 მარტს,  07:00 საათზე შევიდა.  ინფორმაცია ავარიის თაობაზე პარალელურად გადაეცა კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცხელ ხაზს, საბურთალოს რაიონის გამგეობასა და თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურს.

ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე წუთში საბურთალოს რაიონის გამგეობის საუბნო განყოფილების ხელმძღვანელი შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ სასმელი წყლის ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების აღმოფხვრაზე სრულად არის პასუხისმგებელი კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“. საბურთალოს რაიონის გამგეობა დაზიანების აღმოფხვრის პროცესს დააკვირდება და მისი კომპეტენციის ფარგლებში, სათანადო რეაგირებას მოახდენს.

შემთხვევის ადგილზე მუშაობა მიმდინარეობს. კომპანია „ჯივიპის“ ინფორმაციით,  დაზიანებული მილის შეკეთდება და წყლის მიწოდება თბილისის რამდენიმე უბანს ეტაპობრივად, 16:00 საათის შემდეგ აღუდგება“,-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ცენტრალური წყალდენი მელიქ სურხავის ქუჩაზე გამთენიისას დაზიანდა. ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამშველო ბრიგადები, რომლებმაც აღნიშნულ ტერიტორიაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებიდან წყლის ამოტუმბა ოპერატიულად დაიწყეს. მომხდარი ავარიის შედეგად დაზიანდა მიმდებარე ტერიტორიასა და მიწისქვეშა ავტოსადგომებში პარკირებული ავტომობილები. კომპანია „ჯივიპის“ წარმომადგენელთა განცხადებით, მათი სადაზღვევო კომპანია ვითარებას შეისწავლის და შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილების მფლობელებს ზარალს აუნაზღაურებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics