21:21 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-06 14:33:17, 434 ნახვა

საზოგადოება
საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 690 496-ია. აქედან 460 603 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობას იღებს, 229 893 კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.  აღნიშნული მონაცემი 6.6%-ით მეტია 2023 წლის დეკემბერთან შედარებით, მაშინ საარსებო შემწეობას 647 535 ადამიანი იღებდა, აქედან 207 542 სახელმწიფო პროგრამაშიც იყო ჩართული.

რაც შეეხება საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვნებს. 2024 წლის დეკემბერში შემწეობის მიმღებთა შორის 270 712 ადამიანი 0-18 წლის ასაკობრივი ჯგუფიდან იყო. მათგან 82 999 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრია.

რაც შეეხება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს, 2023 წლის დეკემბერში შემწეობას იღებდა 250 505 არასრულწლოვანი. მათგან 75 053 არასრულწლოვანი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული პირის ოჯახის წევრი იყო. ამ მონაცემების თანახმად ერთ წელში საარსებო შემწეობის მიმღებ არასრულწლოვანთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ამ დროისთვის 3 694 600 ადამიანი ცხოვრობს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით კი საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 690 496-ია. ამ მაჩვენებლების თანახმად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი საარსებო შემწეობას იღებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics