2025-01-06 11:15:03, 352 ნახვა
მსოფლიო
დიდ ბრიტანეთში, უამინდობის გამო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია
დიდ ბრიტანეთში, უამინდობის გამო, სარკინიგზო და საჰაერო მიმოსვლა შეფერხებულია. ამის შესახებ BBC წერს.
ძლიერი თოვლისა და ყინვის გამო ლივერპულის, ბრისტოლის, ბირმინგემის, ნიუკასლისა და ლიდსის აეროპორტებმა ასაფრენი ბილიკები დროებით დახურეს.
მანჩესტერის აეროპორტში 30-ზე მეტი ფრენა გაუქმდა, 300-ზე მეტი კი გადაიდო. შეფერხებულია საქალაქთაშორისო მატარებლის მიმოსვლაც.
ამასთან, გარემოს დაცვის სააგენტომ გამოსცა რვა გაფრთხილება დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა ქალაქში მოსალოდნელი წყალდიდობების შესახებ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,