|
2025-01-05 17:24:24, 551 ნახვა
საზოგადოება
საბერიოში დაღუპული ხუთივე ბავშვი დები იყვნენ, უმცროსი რვა თვის იყო
გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაღუპული ხუთი ბავშვი დები იყვნენ, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის. საგანგებო სიტუაციების ე.წ სამინისტროს უფროსი ლევ კვიცინიამ განაცხადა.. „ხუთივე გოგოა. ნათესავებთან ვამოწმებთ მათ ასაკს. მათ თქვეს, რომ ყველაზე უმცროსი გოგონა რვა თვის იყო, უფროსი 8 წლის“, - განაცხადა კვიცინიამ. ბავშვების ბებია ცოცხალია, განმარტა სამაშველო სამსახურის უფროსმა. ბავშვების მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ. „გოგონების დედა საავადმყოფოში იყო, მამამ მოინახულა. შვილებთან ერთად ერთადერთი ზრდასრული ბებია იყო“, - აღნიშნა ლევ კვიცინიამ. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვების ბებიამ გაზქურის დანთებისას ნავთი და ბენზინი აერია. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა 5 იანვარს დილით მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა. ადგილობრივების ცნობით, თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)