08:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-05 10:56:54, 397 ნახვა

მსოფლიო
კოალიციის მოლაპარაკებები ავსტრიაში ვერ შედგა, კანცლერი გადადგება

ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა რომ კონსერვატიულ ავსტრიის სახალხო პარტიას (AP), და სოციალ-დემოკრატიულ პარტიას შორის კოალიციური მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა

„ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი და პატიოსანი მოლაპარაკებები საკვანძო საკითხებზე SDPA-სთან შეთანხმება შეუძლებელია. „სახალხო პარტია“ დგას თავის დაპირებებზე: ჩვენ არ დავეთანხმებით  ამიტომ, ჩვენ ვწყვეტთ მოლაპარაკებებს SDPA-სთან და არ გავაგრძელებთ“, - დასძინა მან.

„როგორც ფედერალური კანცლერი, ისევე როგორც სახალხო პარტიის თავმჯდომარე, უახლოეს დღეებში დავტოვებ (ჩემს თანამდებობებს - რედ.)“ - აღნიშნა კაბინეტის ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ მას სურს უზრუნველყოს მოწესრიგებული გარდამავალი პერიოდი.

Reuters-ის ცნობით, ავსტრიაში სავარაუდოდ ახალი საპარლამენტო არჩევნები დაიგეგმება.

მანამდე, 3 იანვარს, ახალი ავსტრიისა და ლიბერალური ფორუმის (NEOS) პარტია მოლაპარაკებებს გამოეთიშა, რითაც სამპარტიული მთავრობა ვერ ჩამოაყალიბა.

„აშკარაა, რომ SDPA-ს შიგნით დესტრუქციულმა ძალებმა უპირატესობა მოიპოვეს“, - თქვა კარლ ნეჰამერმა. მან ასევე გამორიცხა ნებისმიერი დიალოგი ულტრამემარჯვენე ავსტრიის თავისუფლების პარტიასთან (FAZ). ”მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რადიკალები არ გვთავაზობენ რაიმე პრობლემის გადაწყვეტას,” - დაასკვნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics