|
2025-01-04 15:41:29, 662 ნახვა
სამართალი
თორნიკე მიგინეიშვილი - საგამოძიებო ორგანო, ცდილობს, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს
პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის და კიდევ 4 პირის სასამრთლო პროცესის გადადებას ცდილობს, ინფორმაცია დაკავებულების ადვოკატი ავრცელებს. როგორც თორნიკე მიგინეიშვილი აცხადებს, პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და გადავადებაზე შუამდგომლობით სავარაუდოდ, საგამოძიებო მოქმედების გასახანგრძლივებლად მიმართავს.
"საგამოძიებო ორგანო, ცდილობს, რომ შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს, რომ, პროცესი, რომელიც ჩანიშნული არის 16-ში გადადოს, გაახანგრძლივოს. ჯერ ჯერობით არ ვიცით შუამდგომლობის მოტივაცია რა შეიძლება იყოს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ეს იქნება ალბათ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული გახანგრძლივება. ჩვენი პოზიცია იქნება, რა თქმა უნდა მკაცრი, იმიტომ რომ ვერ ვხედავთ, რაიმე სახის საფუძველს, იმისთვის რომ გაგრძელდეს ეს ვადა, ხელოვნურად არიან ეს ადამიანები ისედაც დაპატიმრებულები, და ამ შემთხვევაში ანდრო ჭიჭინაძე დარჩეს ისევ პატიმრობაში'', - ამბობს ადვოკატი.
ანდრო ჭიჭინაძესა და ონისე ცხადაძეს, ასევე, კიდევ 4 პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს. დამტკიცების შემთხვევეაში, მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)