|
2025-01-04 13:37:13, 592 ნახვა
საზოგადოება
"ვისოლმა" ანდრო ჭიჭინაძის კადრი სარეკლამო რგოლიდან ამოჭრა
კომპანია "ვისოლმა" სარეკლამო რგოლიდან ანდრო ჭიჭინაძის კადრი ამოჭრა. ძველისგან განსხვავებით, რეკლამის ახალ სატელევიზიო ვერსიაში მსახიობის მხოლოდ ხელის მტევანი ჩანს. როგორც "ფორმულას" მიერ გავცრელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტელეკომპანიის წარმომადგენლები "ვისოლ" ჯგუფის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერს დაუკავშირდნენ, თუმცა მათგან პასუხს ამ დრომდე ელიან. შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს. თავდაპირველად, ანდრო ჭიჭინაძის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის საკუთარი სახლიდან აიყვანეს. 4 დეკემბერს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპულ აქციაზე მყოფი ანდრო ჭიჭინაძე საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით ონლაინ მედიებთან საუბრობდა, 4 დეკემბერსვე მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი „გავიფიცე“. 28 წლის ანდრო ჭიჭინაძე ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის მსახიობია. მას შესრულებული აქვს არაერთი კინოროლიც, მათ შორის, ფილმებში „შინდისი“, „და მერე გათენდა“, „იუნკერები“, „სოხუმი“.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)