09:37 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 17:45:45, 556 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება

მომავლისთვის მნიშვნელოვანია რეჟიმის დამარცხება და საგარეო ვექტორის გასწორება, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია ის, რაც ახლა ხდება, - ამის შესახებ „კოალიცის ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს რაც რუსთაველზე ხდება, „მართლაც საოცრებაა“.

„ბიძინას შეცვლაზე მნიშვნელოვანია ის ცვლილება, რაც ახლა ხდება - ხალხმა ვისწავლეთ ჩვენი სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლა. მეტიც, „დავამუღამეთ“, გავიწაფეთ ამ ბრძოლაში და რაც მთავარია გემო გავუგეთ და ჩვევად გვექცა უფლებებისთვის ბრძოლა. ერთად დგომამ, ერთად ბრძოლამ სხვა სიახლოვე და სიყვარული მოიტანა - ხალხმა გაიცნო და შეიყვარა ერთმანეთი.

როდესაც მიყვებოდნენ, რომ ადრე თბილისი ურთიერთობების ქალაქი იყო - გაივლიდი რუსთაველზე, პლეხანოვზე, ყველას ყველა უყვარდა, კი მხიბლავდა, მაგრამ ძალიან გაზვიადებულად მეჩვენებოდა.

დღეს რაც რუსთაველზე ხდება, მართლაც საოცრებაა. ახალი ენერგიით იმუხტები რუსთაველზე. ყოველდღე ახალ ნაცნობებს, თანამოაზრეებს, ახალ მეგობრებს იძენ და ამ ურთიერთობებით გამდიდრებულები ვბრუნდებით სახლებში და ერთი სული გვაქვს, ისევ გამოვიდეთ რუსთაველზე. დავდგეთ იქ, სადაც წყდება მომავლის ბედი, სადაც ასეთი ურთიერთგატანა და სიყვარულია, სადაც გველოდება უკვე შეძენილი ძალიან ბევრი ახალი მეგობარი და კიდევ უფრო მეტის შეძენის პერსპექტივა.

ამიტომაც მგონია რომ ამ ბრძოლაში გაცილებით მნიშვნელოვანს ჩავავლეთ ხელი - იმ სიყვარულს, რომელიც მტრობისგან დანგრეულს აგვაშენებინებს“, - წერს მელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
ჩქაროსნული მატარებლების ავარიის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ესპანეთის ყოფილი შრომის მინისტრი ავარიისას ერთ-ერთ მატარებელში იმყოფებოდა, სავარაუდოდ, გარდაიცვალა
ზელენსკიმ სამშვიდობო შეთანხმების დადებისას პირველად შესთავაზა რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics