23:03 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-03 11:26:11, 413 ნახვა

საზოგადოება
ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს

ახალი წლის ღამეს, ქვეყნის მასშტაბით, პიროტექნიკის გამოყენების შედეგად ჰოსპიტალში 40 დაზიანებული პირი გადაიყვანეს, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციით სამედიცინო დაწესებულებაში 131 პაციენტია მოთავსებული.

ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ავრცელებს

უფრო კონკრეტულად, ახალი წლის ღამეს თბილისში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში, ჯამში, 33 ზარი შევიდა, მათ შორის 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა.

რაც შეეხება რეგიონებს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, რეგიონების მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების შესახებ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურში 25 შეტყობინება განხორციელდა, აქედან 20 პაციენტს ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო.

მათივე ცნობით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებით 208 გამოძახება დაფიქსირდა და ამ მიზეზით 64 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

რეგიონების მასშტაბით, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა - ჰოსპიტალიზებულია 67 პაციენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics