09:41 - 22 Oct, 2026
|
2025-01-03 13:07:07, 513 ნახვა
საზოგადოება
ახალი წლის ღამეს ალკოჰოლთან დაკავშირებული 64 ჰოსპიტალიზაცია დაფიქსირდა
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ახალი წლის ღამეს პიროტექნიკის გამოყენების შედეგად მიღებული დაზიანებების გამო 33 გამოძახება შევიდა. 20 მოქალაქეს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა გაავრცელა. რაც შეეხება სხვა ქალაქებსა და რეგიონებს, დაფიქსირდა პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაზიანებების 25 შემთხვევა, ხოლო 20 პაციენტი ჰოსპიტალიზირებულია. 112 ცენტრის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს თბილისში ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული 208 ზარი დაფიქსირდა. ამ მიზეზით საავადმყოფოში 64 ადამიანი გადაიყვანეს. რეგიონებში კვებით და ალკოჰოლური ინტოქსიკაციის 110 შემთხვევა დაფიქსირდა, ჰოსპიტალიზირებულია 67 პაციენტი.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)