10:31 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-30 17:04:58, 379 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაურის ოჯახი დეფაქტო სანქციების ქვეშ ექცევა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ცოლი და შვილი დეფაქტო სანქციების ქვეშ ექცევა.

"ოფენ სანქშენმა", სადაც სანქცირებული პირების მონაცემები იტვირთება, ივანიშვილის შინაგან საქმეთა მინისტრის ცოლი - ნინო კუდუხაშვილი და მისი ვაჟი, ლუკა გომელაურიც დააიდენტიფიცირა, როგორც განსაკუთრებული რისკის პირები. ახლა მათი მონაცემებიც სანქცირებულთა ფაილშია ატვირთული.

ამავე სიაში გამოჩნდა, ხარებას შვილი - ხარება ხარაზიშვილი და მისი მოადგილის, მირზა კეზევაძის ოჯახიც. 

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, რომ დასანქცირებულ პირთა ოჯახის წევრებიც, ცხადია, განსაკუთრებული მონიტორნგის ქვეშ იქნებიან.

როდესაც ადამიანები შეყვანილი ჰყავთ მაგნისტკის სიაში, ეს არის ყველაზე მკაცრი სანქციები, რაც კი შეიძლება, დაწესდეს კონკრეტული პირის მიმართ. ამ შემთხვევაში, არა მხოლოდ ამ ადამიანის ფინანსური რესურსები და ქონების დაყადაღება და გაყინვა ხდება, ასევე აქ საუბარია სავიზო შეზღუდვებზე და საუბარია კონკრეტულ შეზღუდვებზე, რომელიც წესდება მათი ოჯახის წევრების მიმართ. შეიძლება, ზოგ შემთხვევაში, ოჯახის წევრები არც იყვნენ მოხსენიებულები, მაგრამ დე ფაქტოდ ისინი არიან მონიტორინგის ქვეშ და მათ აქვთ სერიოზული პრობლემები შექმნილი, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
საბერძნეთი შეუერთდა რუსეთის აგრესიის საკითხთან დაკავშირებით სპეციალური ტრიბუნალს
პუტინმა უგულებელყო ტუაფსეში მომხდარი „დიდი ეკოლოგიური კატასტროფა“
ჯუანშერ ბურჭულაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics