11:14 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 18:50:04, 586 ნახვა

სამართალი
ახვლედიანი: სასამართლომ უნდა დააკმაყოფილოს მოთხოვნა და გამოსცეს განჩინება, რომელიც ახალი თავმჯდომარის დანიშვნას შეაჩერებს

კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მიმართეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის მამუკა ახვლედიანის შემცვლელის დანიშვნის უფლების დროებით შეჩერება მოითხოვეს.

როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა, სამართლებრივად, ერთადერთი სწორი გზაა, რომ სასამართლომ გამოსცეს განჩინება, რომელიც ახალი თავმჯდომარის დანიშვნას შეაჩერებს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ახვლედიანის განმარტებით, მისი უფლება დაირღვევა:

"სამართლებრივად, მე ვფიქრობ, რომ ამ გადაწყვეტილებას, რაც მოვითხოვეთ, ალტერნატივა არ აქვს ელემენტარული მიზეზების გამო, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში თუკი დაინიშნება, ვეღარ მოხდება ჩემი აღდგენა ამ თანამდებობაზე და შესაბამისად, ჩემი უფლება იქნება დარღვეული. ერთადერთი რაც შეიძლება სამართლებრივად სწორი გზა იყოს, ეს არის, რომ სასამართლომ გამოსცეს განჩინება, რომელიც შეაჩერებს ახალი თავმჯდომარის დანიშვნას. ეს ორჯერ ორი ოთხია. აქ არ არის არავითარი კითხვის ნიშანი სამართლებრივად. დაველოდოთ რა იქნება, თუმცა სხვა ალტერნატივა ამ გადაწყვეტილებას არ აქვს.

სასამართლოს ჰყავს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და სასამართლო ხელმძღვანელობის გარეშე არ რჩება. მენეჯმენტში ოთხივე კოლეგიის თავმჯდონარე იქნება ჩართული და შესაბამისად, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოში სარჩელს მაქსიმუმ 10 დღეში შიტანს:

"მაქსიმუმ 10 დღიან ვადაში ჩვენ შევიტანთ სარჩელს, შესაძლოა, უფრო ადრეც. ვნახოთ, რა პასუხი იქნება სასამართლოდან უზრუნველყოფის ღონისძიებებზე", - განუცხადა მამუკა ახვლედიანმა "ექსპრესნიუსს".





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics