11:09 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 17:18:11, 729 ნახვა

სამართალი
სახლი, სადაც გიორგი პაპუაშვილი ცხოვრობს, ამ დრომდე დავის საგანია

"ახალგაზრდა ადვოკატები"  საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს ეხმაურებიან. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ სახლი, სადაც  ამჟამად ცხოვრობს, მის კანონიერ მფლობელობაშია. არჩილ კაიკაციშვილის მტკიცებით კი, გიორგი პაპუაშვილი ბათუმში მოქალაქე როლანდ ბლადაძისთვის ჩამორთმეულ   ორსართულიან სახლში ცხოვრობს.

მისივე თქმით, ბლადაძეს სახლი ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჩამოართვა და  250 ათას ლარად შეფასებული ქონება, გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად, 1000 ლარად გადასცა.  2004 წლიდან მოყოლებული, როლანდ ბლადაძე, რომელიც დღეს მოსკოვში ცხოვრობს, გიორგი პაპუაშვილს სახლის დაბრუნებას  სთხოვს:

"2004 წელს, როდესაც სახელმწიფომ  გადადგა ვანდალური ნაბიჯი,  პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება ქონების ჩამორთმევასთან დაკავშირებით და ეს ქონება გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების  საფუძველზე, ათას ლარად გადაეცა. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ  გიორგი პაპუაშვილი არის არაკეთილსინდისიერი მფლობელი და შემძენი, 2007 წლის 21 ივნისამდე საქმეში არსებობს მნიშვნელოვანი ოქროს მტკიცებულებები, რომლებიც  მიუთითებენ, რომ გიორგი პაპაუაშვილმა იცოდა ქონების  ჩამორთმევასთან დაკავშირებით, ინფორმირებული იყო ამ ქონების სადავოობის თაობაზე, თუმცა  მან მაინც მიღო გადაწყვეტილება ქონებაში შესვლასთან დაკავშირებით და ასევე დღევანდელი  საერთო სასამართლოების ამოცანაა, ჩვენი სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანი შემოწმება, რომ ჩვენ ვამბობთ, 2007 წლის 21 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულება არის ამორალური და  კანონსაწიმააღმდეგო, რადგანაც ის ფასი, რომლითაც სახელწმიფომ სიმბოლურ ფასად აღნიშნული ქონება გიორგი პაპუაშვილს გადასცა, წარმოადგენს შეუსაბამოს და სახეზე გვაქვს 2007 წელს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაში განხორციელებული  უპრეცედენტო შემთხვევა, ელიტური კორუფცია, როდესაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ სასამართლო მართლმსაჯულების სფერო, სასამართლო ხელისუფლება, საკონსტიტუციო სასამართლოს სახით დაიმორჩილა.

შესაბამისად, მას შემდეგ, რაც როლანდ ბლადაძე, ქონების პირველი მფლობელი, კანონიერი მფლობელი, 2013 წლის 12 აპრილის პროკურატურის დადგენილების საფუძველზე უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, იმ დანაშაულში, რომლის საფუძველზეც 2004 წელს მას ქონება ჩამოართვეს, შესაბამისად, დადგინდა ის გარემოება, რომ დანაშაული, რომელსაც მას ედავებოდნენ, არც არასდროს ჩაუდენია. მაშინდელი პროკურატურა მას ედავებოდა იმ გარემოებას, რომ შეძენილი სადავო ქონება იყო დაუსაბუთებელი და უკანონო. პროკურატურის 2013 წლის აპრილის დადგენილებით, თავისთავად დადგინდა, რომ დანაშაული, რის გამოც მას ქონებას ედავებოდნენ, არც არსებულა.

ქონება  იყო კანონიერი ფორმით მიღებული და შეძენილი. ამიტომ, გიორგი პაპუაშვილის  მიმართ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტი, როდესაც ჩვენ ვსვამთ მისი კეთილსინდისიერი მფლობელისა და შემძენის პასუხისმგებლობის საკითხს", - განაცხდა "ახალგაზრდა ადვოკატების" თავმჯდომარე  არჩილ კაიკაციშვილმა და დასძინა, რომ ზემოთ ხსენებული არგუმენტებიდან  და მტკიცებულებებიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ 2015 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, სადავო ქონებას ყადაღა დაადო.

აღსანიშნავია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი პაპუაშვილთან სადაო ქონებასთან დაკავშირებით მოსარჩელე როლანდ ბლადაძის  სარჩელი ხარვეზის გარეშე წარმოებაში მიიღო. თუმცა, ამჟამად სასამართლოს წინაშე დგას ამოცანა, მოსამართლე მსჯელობს საქმის განსჯადობასთან დაკავშირებით-განიხილოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, თუ დაუბრუნდეს სამოქალაქო კოლეგიას.

 "ამჟამად საქმეს განიხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია. სასამართლოს წინაშე დგას ამოცანა, მოსამართლე მჯელობს საქმის განსჯადობასთან დაკავშირებით - განიხილოს ადმინისტრაციულმა კოლეგიამ, თუ დაუბრუნდეს სამოქალაქო კოლეგიას. მიგვაჩნია, რომ ყველა არგუმენტი, რომელსაც გორგი პაპუაშვილი ამ საქმესთან დაკავშირებით ავითარებს, არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. მტკიცებულებები სხვას მოწმობს. გიორგი პაპუაშვილი მიზანმიმართულად ეწევა ქონების კანონიერი მფლობელის,  როლანდ ბლადაძის პატივისა და ღირსების შელახვას, სადაც ის დაუსაბუთებელი ბრალდებებით გამოდის  როლან ბლადაძის მიმართ და მიუთითებს, რომ  მას სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საქმიანობისას ქონდა ცალკეული დარღვევები მაშინ, როდესაც  როლანდ ბლადაძე ყველა წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა და შესაბამისად  ქონება შეძენილია 1999 წელს, ნოტარიულად დამოწმებულია 2000 წელს. პაპუაშვილი ამ გარემობებაზე არ საუბრობს, როცა ამბობს, რომ აღნიშნულ სახლში ცხოვრებას აგრძელებს კანონიერად. საქლაქო სასამართლო განიხილავს აღნიშნულ საქმეს  განსჯადობის მიმართულებით და მას გააჩნია 2016 წლის  მარტის ბოლომდე გონივრული ვადა, რომ მიიღოს საქმესთან დაკავშირებით  კონკრეტული  გადაწყვეტილება", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

კაიკაციშვილის თქმით, მოსამართლე ტარიელ ტაბატაძემ მოსარჩელე როლანდ ბლადაძეს სადაო ქონების  ყადაღის წარმოშობასთან დაკავშირებით, უარი ორჯერ უთხრა. კაიკაციშვილის განმარტებით,   გადაწყვეტილების გასაჩივრებისას თბილისის საქალაქო სასამართლოს მაშინდელ თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს ოფიციალური წერილით მიმართეს და სთხოვეს, საქმის იგივე  მოსამართლეზე დაწერა არ მომხდარიყო. თუმცა, როგორც კაიკაციშვილი ამბობს, მეორე შემთხვევაშიც საქმე განსახილველად ტარიელ ტაბატაძეს დაეწერა, რაც მისივე შეფასებით, შეგნებულად მოხდა. კაიკაციშვილის თქმით,  რომ არა სააპელაციო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება,  თბილისის საქალაქო სასამართლო ტარიელ ტაბატაძის  მოსამართლეობით,   ყადაღის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას არ მიიღებდა:

"ჩვენ ეჭვი შევიტანეთ საქალაქო  სასამართლოს განმხილველი  მოსამართლის საქმეზე  ტარიელ ტაბატაძის მოქმედებებთან დაკავშირებით, რომელმაც ორჯერ უარი უთხრა მოსარჩელე როლანდ ბლადაძეს საქმეზე სადაო ქონების ყადაღის წარმოშობასთან დაკავშირბით, ჩვენ ვამბობდით, რომ  მოსამართლე იღებდა არაობიექტურ გადაწყვეტილებას და როდესაც  ჩვენ ვასაჩივრებდით ამ გადაწყვეტილებას, ჩვენ მივმართეთ მამუკა ახვლედიანს ოფიციალური წერილით, რომ არ მომხდარიყო ამ რეზონანსული საქმის  იგივე მოსამართლეზე დაწერა, თუმცა მეორე შემთხვევაზეც სასამართლომ არ გაიზიარა ჩვენი მსჯელობა და კვლავ მოსამართლე ტარიელ ტაბატაძეს  დაეწერა ჩვენი საქმე განსახილველად. შესაბამისად, ჩვენ ეჭვი გვაქვს,  რომ ეს  შეგნებულად ხდებოდა, რადგანაც ტარიელ ტაბატაძე ჩვნი აზრით არის შემსრულებელი მოსამართლე.  რომ არა სააპელაციო სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება,  თბილისის საქალაქო სასამართლო მისი მოსამართლეობით ვერ მიიღებდა  ყადაღის უზრუნველყოფის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებამ ცალსახად მიუთითა, რომ ტარიელ ტაბატაძე ყადაღის წარმოშობა არ წარმოშობის განხილვის პროცესში იყო  მკვეთრად მიკერძოებული და შესაბამისად,  სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ჩვენი სამართლიანი პრეტენზია, რომ საქმე თავის დროზე სხვა მოსამართლის მხრიდან განხილულიყო", - აღნიშნა არჩილ კაიკაციშვილმა.

მოცემული დავის მხარეები არიან: გიორგი პაპუაშვილი, საქართველოს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  სამინისტრო და  საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. კაიკაციშვილის განმარტებით, წინა ხელისუფლების პირობებში,  კანონსაწინაღმდეგო გადაწყვეტილებები სწორედ აღნიშნული უწყებების მეშვეობით მიიღეს.

ამასთან, არჩილ კაიკაციშვილს ეჭვი აქვს, რომ ეკონომიკის სამინისტროს იურიდიული სამსახურის ამჟამინდელი უფროსი, ამ საქმეზე საერთო სასამართლოებში   გიორგი პაპუაშვილის ინტერესებს  მნიშვნელოვნად ლობირებს. ვინაიდან, კაიკაციშვილის განმარტებით, სამართლებრივ პოზიციებთან დაკავშირებით,  ეკონომიკის სამინისტროს შესაგებელი სარჩელი, რომელიც უწყების იურიდიულმა სამსახურმა მოამზადა, პაპუაშვილის პოზიციებს ერთი-ერთში იმეორებს:

"ჩვენ გავეცანით   ეკონომიკის სამინისტროს შესაგებელ სარჩელს მოსარჩელის სამართლებრივ პოზიციებთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე  საჯარო სივრცეში გავაკეთეთ განცხადება, რომ ვართ გაიოგნებულნი  ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი პოზიციით. ეკონომიკის სამინისტროს იურდიული სამსახურის მიერ მომზადებული შესაგაბელი სარჩელი  ერთ-ერთში იმეორებს გიორგი  პაუაშვილის მიერ სასამართლოში  წარდგენილ სამართლებრივ პოზიციას. ჩვენ გავქვს საფუძვლიანი ეჭვი,  რომ ეკონომიკის სამინისტროს იურიდილი სამსახურის უფროსი მნიშვნელოვნად ლობირებს გიორგი პაპუაშვილის  ინტერესებს საერთო სასამართლოებში ამ საქმეზე. როცა მე შევხდი  ბატონ მინისტრს, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ვესაუბრე და მნიშვნელოვანია, რომ  ეკონომიკის სამინისტრომ, მინისტრმა აღნიშნულ რეზონანსულ საქმესთან დაკავშირებით სწორი პოზიციები და სწორი  სამართლებრივი შეფასებები წარმოადგინოს მართლმსაჯულების ორგანოში,  სადაც საქმის განხილვა უკვე არსებითი ეტაპით 2016 წლის აპრილიდან დაიწყება", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2015 წლის მარტში პაპუაშვილმა სახლის გაყიდვაც სცადა, თუმცა საჯარო რეესტრმა ქონება სხვა პირზე ყადაღის  გამო არ დაარეგისტრირა. მოგვიანებით კი,  შემძენმა- გიორგი ლევიძემ  ქონების ყიდვაზე უარი თქვა.

კაიკაციშვილი ასევე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გიორგი პაპუაშვილი სამთავრობო კომისიამ  ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესაძლო კანდიდატებს შორის არ აირჩია. კაიკაციშვილის თქმით, მისთვის   პაპუაშვილის სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლეობის სურვილი გასაკვირი იყო, ვინაიდან ის ვერ აკმაყოფილებს  წესდებას, რომელიც ამბობს, რომ ვროსასამართლოს მოსამართლედ უნდა შეირჩეს  ადამიანი მაღალი მორალური  თვისებებით, მაღალი სამოსამართლო რეპუტაციითა  და სუფთა  წარსულით:

"ის, რომ გიორგი პაპუაშვილი ვერ მოხვდა ევროსასამართლოში  საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეთა შესარჩევ  რიცხვში,  ჩვენთვის არ იყო მოულოდნელი, ჩვენთვის  მოულოდნელი იყო გიორგი პაპუაშვილის  სურვილი და პრეტენზია,  აღნიშნულ შესარჩევ კონკურსში მონაწილეობა მიეღო.  იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი პაპუაშვილი მოხვდებოდა მთავრობის მიერ წარსადგენ წევრთა შორის ერვოსასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, მაშინ ეს სამთავრობო კომისია დაარღვევდა იმ ძირეულ პრინციპს, როდესაც  შერჩეული კანდიდატი უნდა სარგებლობდეს მაღალი სამოსამართლო რეპუტაციით და წარსულით,  რაც გიორგი პაპუაშვილს არ გააჩნია, რადგანაც მის მიმართ არსებობს სამართლებრივი პრეტენზია. ის არის მხარე საქართველოს სასამართლოებში და  პროკურატურაში მიმდინარეობს სისხლის სამართლებრივი მოქმედებები როლანდ  ბლადაძის კიდევ ერთი ქონების ავტოფარეხის მისაკუთრებასთან დაკავშირებით", - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics