|
2024-12-29 12:31:36, 383 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენ ქვეყანას, არის ის, რომ 2022 წელს არ შევუერთდით ომს
ირაკლი კობახიძის ჟურნალისტებთან ხელისუფლების მთავარ სირთულეებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყველა პრობლემა, რაც არის დაკავშირებული საქართველოსთან და საქართველოს ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. მისივე თქმით, სირთულეები დაიწყო მას შემდეგ რაც, 2022 წლის თებერვალში საქართველოში არ გახსნეს მეორე ფრონტი და არ შეუერთდნენ ომს. „ომს ვერ დავიწყებთ. მთავარი მიზეზი იმ სირთულეებისა, რაც აქვს ჩვენს სახელმწიფოს, კონკრეტულად, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, არის ის, რომ ჩვენ 2022 წლის თებერვალში არ შევუერთდით ომს და არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის შემდეგ დაიწყო მთავარი სირთულეები. კრედიტ სვისს რაც შეეხება, სწორედ მარტის დასაწყისში, ომის დაწყებიდან ორ კვირაში, გაიყინა კრედიტ სვისის თანხები. ყველა პრობლემა, ყველა სირთულე, რაც არის დაკავშირებული ჩვენს ქვეყანასთან და ხელისუფლებასთან, იწყება სწორედ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან. ომს ვერ დავიწყებთ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. არიან ძალები, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ გლობალურ ომის პარტიას, რომელსაც ამერიკაში უწოდებენ დიფ სთეითის მფარველებს. ეს ადამიანები აქტიურად ითხოვდნენ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას. როგორც ამერიკაშია დიფ სთეითი, ასევე საქართველოშიც გვაქვს პატარა დიფ სთეთი, ამ დიფ სთეითს ეწოდება კოლექტიური „ნაცმოძრაობა". ეს ქვეყანა ქართული ფიფ სთეითისგან უნდა გათავისუფლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს დააანონსა დონალდ ტრამპმა თავისი დიფ სთეითის შემთხვევაში", - განაცხადა პრემიერმა.
თიბისის და მეტროპოლის სპეციალური შეთავაზება ემიგრანტებისთვის
კრემლმა განაცხადა, რომ უკრაინასთან ახალი მოლაპარაკებების დაწყება დამოკიდებული იქნება „ბრძოლის ველზე არსებულ სიტუაციაზე“
უკრაინამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ კომპლექსს დაარტყა
უკრაინის მოქალაქეს მონაკოს პრინცის ნათესავის მკვლელობაში ბრალი წაუყენეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)