08:59 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 16:48:16, 619 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერიის სსიპ-ს ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ

სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდში“ პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ ფარგლებში, ჰოლანდიის ქალაქ როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტის წარმომადგენლები ტგფ-ის უფროსის მოადგილე შოთა საღრიშვილმა და ინოვაციების ტექნოლოგიური განვითარების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინა სამარგულიანმა მიიღეს.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ერასმუსის უნივერსიტეტის ბინათმშენებლობისა და ურბანული განვითარების კვლევების ინსტიტუტს (IHS) შეხვედრაზე წარმოადგენდნენ: საერთაშორისო პროექტებისა და საკონსულტაციო მომსახურების უფროსი კარლი პენინკი, ფინანსური ადმინისტრატორი ჯერჯან ვან ზოესტი და ინსტიტუტის რუმინეთის ფილიალის დირექტორი ნიკოლ ტარალუნგა.

ნიდერლანდელი სტუმრები პროექტის კონცეფციას, მიზნებსა და სამომავლო გეგმებს გაეცნენ. IHS-ს საქართველოში პროექტებზე მუშაობის გამოცდილება გააჩნია და მისმა წარმომადგენლებმა კლასტერის ფარგლებში კონსულტაციის გაწევისა და გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვეს.

IHSახორციელებს საკონსულტაციო მომსახურებას მუნიციპალიტეტებისთვის ურბანული დაგეგმარების საკითხებში. აქედან გამომდინარე, განიხილეს თბილისის მუნიციპალიტეტთან შესაძლო თანამშრომლობის საკითხები, რაც პროექტის ფარგლებში ონლაინ-კათედრაზე შესაძლოა განხორციელდეს.

საკონსულტაციო მომსახურება შესაძლებელია ფონდში არსებულ ტრენინგ ცენტრთან თანამშრომლობის შემთხვევაშიც. კერძოდ, ტრენერების გადამზადება, მოთხოვნაზე მორგებული ტრენინგები, ასევე ცენტრში ტრენერების მოწვევა.

პროექტის „თბილისის საუნივერსიტეტო კლასტერი“ მიზანია შეიქმნას ონლაინ-კათედრა, სადაც კლასტერის წევრებს შორის მუდმივად იქნება თანამედროვე სწავლების მეთოდების, სასწავლო პროგრამების და გამოცდილების გაზიარება. ეს დაეხმარება თბილისს გახდეს რეგიონის საგანმანათლებლო ცენტრი.

კლასტერში დღეისთვის ამერიკული, ბრიტანული, ესტონური, ლიტვური და ქართული 7უნივერსიტეტია გაერთიანებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics