02:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 14:18:33, 275 ნახვა

საზოგადოება
კალაძემ კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა

დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავი მიულოცა.

კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ილია მეორეს დღეგრძელობა და ჯანმრთელობა უსურვა.

„პირველ რიგში, უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავს. 47 წლის წინ,  სვეტიცხოვლის ტაძარში მან ქართველ ხალხს მისცა პირობა, რომ  „საკუთარი მხრებით ზიდავდა პატრიარქის უმძიმეს და საპატიო მოვალეობას“, რასაც პირნათლად ასრულებს.

დიდია ილია მეორის ღვაწლი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის განმტკიცებასა და ქვეყნის განვითარებაში, რისთვისაც ძალიან დიდი სიყვარულითა და პატივისცემით მადლობას ვუხდი მას. ვუსურვებ მის უწმინდესობას დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics