|
2016-03-02 15:06:08, 440 ნახვა
საზოგადოება
ხარისხის ნიშნის მსურველთა ტექნიკური შემოწმება იწყება
ხარისხის ნიშნის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დასრულდა, თუმცა 1 აპრილამდე გაგრძელდება აპლიკაციების მიღების მეორე ეტაპი. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეის მონაცემებით დეპარტამენტის ოფიციალურ პორტალზე Recommend.ge 30-ზე მეტი ხარისხის ნიშნის „რეკომედებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ მსურველი ტურისტული ობიექტია დარეგისტრირებული. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი სასტუმროთა და კვების ობიექტთა ტექნიკურ შემოწმებას 7 მარტიდან დაიწყებს. მონიტორინგისას ტურისტულ ობიექტებში ძირითადათ ტექნიკური და უსაფრთხოების სტანდარტები შემოწმდება, რომლებიც მსოფლიოში აღიარებულ HotRec, Hot Star union 21 პრინციპს ემყარება. ტექნიკური შემოწმებისას გამოვლენილი ხარვეზების შესახებ გაიცემა რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლადაც ტურისტულ ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ. მონიტორინგის მეორე ეტაპზე ტექნიკურ შემოწმებას ის ტურისტული ობიექტები გაივლიან, რომლებსაც ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოსასწორებელი ვადა აქვთ მიცემული. მონიტორინგის პარალელურად კი სერვისის ხარისხს განთავსებისა და კვების ობიექტებში „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. მონიტორინგის ორივე ეტაპზე, ობიექტებში სანიტარული და სურსათუვნებლობის მონიტორინგის მიზნით პროექტში ინტენსიურად ჩაერთვება სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამისი მუნიციპალიტეტის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები. მონიტორინგის დამუშავებულ შედეგებს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის რეგიონულ მრჩეველთა საბჭოს წარუდგენს. მიმდინარე წლის პირველი ივნისისთვის აჭარაში უკვე იქნება პირველი ტურისტული ობიექტები, რომლებსაც ექნებათ ხარისხის ნიშანი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ". ინფორმაცია რეკომენდებული ობიექტების შესახებ დეპარტამენტის ვებ-გვერდზე Recommend.ge განთავსდება, რომელიც დაეხმარება ვიზიტორებს თავად შეარჩიონ სასურველი ხარისხის ტურისტული მომსახურება და ობიექტი.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)