02:21 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-25 10:31:31, 449 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - ქუთაისის ფსიქიატრიულში ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე

„2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და  სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

როგორც აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის ფსიქიატრიულ კლინიკაში მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაა.

„2024 წლის 24 დეკემბერს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა და  სახალხო დამცველის მოადგილემ ირინე ჩიხლაძემ შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ქუთაისის ფსიქიატრიული კლინიკა მოინახულეს და ადგილზე გაეცნენ დაწესებულებაში მყოფი პაციენტების უფლებრივ მდგომარეობას.

ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს კლინიკის ფიზიკური გარემო, პაციენტთა საცხოვრებელი ოთახები, სასადილო სივრცე, სველი წერტილები, ეზო, გაესაუბრნენ პაციენტებს, დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და თანამშრომლებს.

ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაწესებულების გადატვირთულობაზე, მძიმე ინფრასტრუქტურულ და სანიტარულ მდგომარეობაზე, დაწესებულების ეფექტურად მართვისა და საჭიროებების დროულად უზრუნველყოფისთვის გამოყოფილი რესურსების სიმცირეზე, ასევე, დამხმარე პერსონალის დაბალ ანაზღაურებაზე.

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს, ამდენად, სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს ფსიქიატრიულ სტაციონარებში განთავსებული პირების უფლებების დაცვაზე ზედამხედველობას და შესაბამის რეკომენდაციებს წარმოადგენს საპარლამენტო და სპეციალურ ანგარიშებში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics