08:57 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 14:46:18, 666 ნახვა

საზოგადოება
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით შშმ ბავშვებისთვის სასკოლო ბიბლიოთეკა მოეწყო

ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის, „მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის სამკურნალო პედაგოგიურ სკოლაში“ ბიბლიოთეკა მოეწყო.

„სიცოცხლის ხემ“ ბიბლიოთეკა აღჭურვა ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით.  ბიბლიოთეკას, ასევე, საჩუქრად გადასცა 200-მდე სპეციალური საგანმანათლებლო, მხატვრული და სასწავლო წიგნები. შეიქმნა აუდიო ბიბლიოთეკაც, რომელიც საგანმანათლებლო პროცესისთვის საჭირო ტექნიკით და  თვალსაჩინო მასალებით აღიჭურვა.

თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრში, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისათვის,  ფუნქციონირებს როგორც სკოლა, ასევე დღის ცენტრი და ბაღი, რომლებითაც ჯამში 110 ბენეფიციარი სარგებლობს. „სიცოცხლის ხის“ მიერ მოწყობილი ბიბლიოთეკა იფუნქციონირებს სამუშაო დღეებში და ხელმისაწვდომი იქნება სკოლის, დღის ცენტრისა და საბავშო ბაღის ბენეფიციარებისთვის, მათი მშობლებისა და პედაგოგებისთვის.

ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506,051 ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა გამოუყო. ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 047 992 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი საჩუქრად ეტლი გადასცა.  

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: www.tree.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics