|
2016-03-02 14:16:02, 575 ნახვა
პოლიტიკა
იქნება თუ არა გიორგი პაპუაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი
საპარლამენტო არჩევნებზე " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიის პირველ ნომრად შესაძლოა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი ვიხილოთ. მისივე თქმით, მზადაა, პაპუაშვილთან დებატები ნებისმიერ ფორმატში გამართოს. „არსებული მოვლენების საფუძვლიანი ანალიზი მაფიქრებინებს, რომ გიორგი პაპუაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ამოწურვის შემდგომ, რაც 2016 წლის ივნისში მოხდება, აქტიურად აპირებს პოლიტიკურ ცხოვრებაში გადასვლას. ჩემი ინფორმაციით, პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, გიორგი პაპუაშვილის პარტიული სიის #1 კანდიდატად დასახელებაზე კულუარულად მსჯელობს. ჩემთვის მნიშვნელობა აქვს სადაო ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებს და არა ბატონი გიორგი პაპუაშვილის პოლიტიკურ სიმპატიებს, მაგრამ მინდა მასაც ვთხოვო, რომ ევროსასამართლოში მოსამართლის შესარჩევ კონკურსში დამარცხების გამო, ნუ გააკეთებს პოლიტიკური ხასიათის შეფასებებს, იმსჯელოს საგნობრივად და ამით ჩიხში არ შეიყვანოს საკონსტიტუციო სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი“ - განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. ამზადებს თუ არა "ნაციონალური მოძრაობა" პაპუაშვილს სიის პირველ ნომრად - "ექსპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში აღნიშნული ინფორმაცია არ დაუდასტურეს და მას ჭორი უწოდეს: "ეს არის ჭორი, დრო როცა მოვა, ჩვენს საარჩევნო სიას ყველას გავაცნობთ. დარწმუნებული იყავით, ჩვენს საარჩევნო სიაში ნამდვილად პროფესიონალები იქნებიან", - აღნიშნავენ პარტიის პრესსამსახურში.
ჯორდან ბარდელამ ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერად არჩევნებში ხმების თითქმის 99% მიიღო
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტმა ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის შემდეგ შიმშილობა შეწყვიტა
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)