|
2024-12-24 11:51:15, 506 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ, ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის მიერ მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, 4 პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული თაღლითური ჯგუფის წევრებმა მოქალაქეთა დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს - თაღლითური ჯგუფის წევრები უკავშირდებოდნენ მოქალაქეებს, თითქოს იყვნენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები და ატყობინებდნენ, რომ მათი ოჯახის წევრი ავარიის შედეგად საავადმყოფოში იმყოფებოდა - თაღლითური ჯგუფის წევრები უხსნიდნენ მათ, რომ ავარია გამოწვეული იყო მათი ოჯახის წევრის ბრალეულობით და პასუხისმგებლობის არიდების და სიცოცხლის შესანარჩუნებლად საჭირო იყო ნაღდი ფულის გაგზავნა. „მას შემდეგ, რაც მოქალაქეებს დაითანხმებდნენ თანხის გადაცემაზე, დაზარალებულებთან კურიერის სტატუსით მიდიოდნენ და დაზარალებულთა კუთვნილ თანხებს ეუფლებოდნენ. ბრალდებულები წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, 53 მოქალაქის კუთვნილ 1 041 336 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. დაკავებულ პირებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს გამოძიებას დანაშაულის მონაწილე სხვა პირების დადგენა გამოვლენის და სხვა დანაშაულებრივი ეპიზოდების დადგენის მიზნით, რის შემდგომაც შესაძლოა დაზარალებულთა წრე გაიზარდოს. საქართველოს პროკურატურა მოუწოდებს მოქალაქეებს მსგავსი შინაარსის სატელეფონო ზარებთან მიმართებით გამოიჩინონ სიფრთხილე და ანალოგიური ქმედების არსებობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართონ სამართალდამცავ ორგანოებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საპატრიარქო: შიო III სახ.დეპის წარმომადგენლებს შეხვდა, ისაუბრეს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე
ჟურნალისტები, რომლებმაც პოლიციელების მხრიდან ძალადობა გადაიღეს, გამოკითხვაზე დაიბარეს
პოლიციელების მიერ ნაცემმა პაპუნა ლოცულაშვილმა წინასწარი მოთავსების იზოლატორი დატოვა
ადვოკატის ცნობით, დააკავეს მოქალაქე, რომელზეც გორში პოლიციელებმა იძალადეს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)