|
2016-03-02 13:48:34, 572 ნახვა
საზოგადოება
აფბა მოქმედ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარიგებებზე საუბრობს
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოში მოქმედ მსხვილ ფარმაცევტულ კომპანიებს შორის კარტელურ გარირებებზე საუბრობს. აფბას პერზიდენტის, შოთა გულბანის განმარტებით, ორგანიზაციამ ჩაატარა ვრცელი კვლევა მედიკამენტებზე ფასნამატების შესწავლის მიზნით, რომელშიც ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ხშირად ფარმაცევტიკის სფეროს მსხვილი მოთამაშეები მედიკამენტებს 300-პროცენტიანი ფასნამატით ყიდიან. „ეს ნიშნავს, რომ იმ ფასს შორის, რაც მედიკამენტზე საბაჟოზე დაფიქსირდა და რაც მას დახლზე აქვს, 300-პროცენტიანი სხვაობაა. ბუნებრივია, ეს არ არის სამართლიანი. ქვეყანაში საკმაოდ მძიმე სოციალური ფონია. მილიონ-ნახევარი ადამიანია რეგისტრირებული სოციალური დახმარების მიმღებად. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არ აქვს საშუალება, შეიძინონ ასეთი ფასის მედიკამენტები და მათ შორის, უფრო ხშირია დაავადებების რისკი და სამედიცინო პრეპარატების საჭიროება. ეს ნიშნავს, რომ სააფთიაქო ქსელები ბოროტად სარგებლობენ შექმნილი ვითარებით“, - ამბობს გულბანი. მისივე განმარტებით, მსხვილმა მოთამაშეებმა კეთილი უნდა ინებონ და და დააწესონ სამართლიანი ფასები. „გასაგებია, რომ ნებისმიერი ბიზნესის მთავარი მიზანია მოგების მაქსიმალიზაცია, მაშინ, როდესაც მოთხოვნა არსებობს. ბიზნესი ცდილობს, დააწესოს უფრო მაღალი ფასი და მოხმარებელი იძულებულია, მაინც იყიდოს. არსებობს წამყვანი ფარმაცევტული კომპანიები, რომლებსაც აქვთ სადისტრიბუციო ქსელი, მედიკამენტების საწარმოები. ასევე, უამრავი არაბრენდული დასახელების სააფთიაქო ქსელია, ანუ მედიკამენტები ჭარბადაა ბაზარზე. ათასობით მედიკამენტია, მაგრამ, მიუხედვად ამისა, ქართული კომპანიები არ აკლებენ ფასებს. ეს გვაძლევს ლოგიკური ეჭვის საფუძველს, რომ მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები მოქმედებენ შეთანხმებულად და კარტელური გარიგების მსგავსი რამ ხდება. სამწუხაროდ, ამას ვერ დაადასტურებ, სანამ კვლევა არ ჩატარდება, რაც კონკურენციის სააგენტოს პრეროგატივაა. ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი, რადგან ეს ჩაკეტილი სივრცეა და რეალური ინფორმაციის მოპოვება რთულია“, - განაცხადა გულბანმა. „აფბამ“ ახლახანს შეიმუშავა ეკონომიკური ინდექსი – „ფანასკერტელის ინდექსი“, რომლის საშუალებითაც ხდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება. „აფბას“ ინფორმაციით, ინდექსის გაანგარიშება მიმდინარეობდა 2015 წლის ნოემბერ-დეკემბრის და 2016 წლის იანვრის მდგომარეობით მედიკამენტებზე დაფიქსირებული ფასებზე დაკვირვების მეშვეობით. ფასებზე დაკვირვება განხორციელდა, როგორც ინკოგნიტოდ გამოკითხვის, ისე პირდაპირი შესყიდვების მეშვეობით. 2015 წლის ნოემბერში „ფანასკერტელის ინდექსმა“ შეადგინა 14,5, დეკემბერში 14, ხოლო 2016 წლის იანვარში 13,35 პუნქტი. „აფბა“–ში აცხადებენ, რომ „ფანასკერტელის ინდექსი“ ყოველთვიურ რეჟიმში განახლედება.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)