19:53 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:40:21, 575 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრის მოადგილე USAID-ის პროექტის "მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი USAID-ის პროექტის, „მმართველობა განვითარებისთვის" წარმომადგენლებს შეხვდა.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მხარდაჭერით ის კვლევები დაფინანსდა, რომელიც მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, შეხვედრას ასევე ესწრებოდა ესტონელი ექსპერტი, რომელიც ქართულ მხარესთან ერთად ჩართული კანონპროექტის მომზადებაში. შეხვედრაზე განიხილეს ის გამოცდილება, რომელიც ესტონეთში რეფორმის დაწყებას და მის განხორციელებას უკავშირდებოდა.

„დღეს შედგა შეხვედრა ჩვენს დონორ ორგანიზაციასთან, რომელიც უშუალოდ იყო ჩართული და აფინანსებდა იმ კვლევებს, რომელიც ჩატარდა მოგების გადასახადის ესტონური მოდელის საქართველოში დანერგვასთან დაკავშირებით. ასევე ვუმასპინძლეთ ესტონელ ექსპერტს, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნული კანონპროექტის შემუშავებასა და რეკომენდაციების მომზადებაში. ამჟამად, მასთან ერთად ვიხილავთ უკვე მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც გამოქვეყნებულია „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე და ვმსჯელობთ იმ შენიშვნებსა და წინადადებებზე, რომელიც ამ პერიოდში გამოითქვა ბიზნესის მხრიდან, რათა პარლამენტში მოხდეს უკვე სრულყოფილი კანონის მიღება", - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროსთან. „მმართველობა განვითარებისთვის" პროექტმა ტექნიკური დახმარება გაუწია ქართველ კოლეგებს. როგორც ცნობილია, საქართველოს საგადასახადო რეფორმაში ხდება ესტონური მოდელის გადმოტანა, სწორედ ამიტომ, ჩვენმა პროექტმა მოიწვია ესტონელი ექსპერტი, რომელმაც ქართულ მხარეს რეკომენდაციები გაუწია. ჩვენი დახმარებით ასევე მომზადდა, „რეგულაციების გავლენის შეფასების" დოკუმენტი, რომელიც ვფიქრობ, ქართულ მხარეს დაეხმარება გაანალიზოს ის შედეგები, რომელიც აღნიშნული რეფორმის განხორციელებას უკავშირდება", - აღნიშნა USAID-ის პროექტის, „მმართველობა განვითარებისთვის" ხელმძღვანელმა, მაილო სტევანოვიჩმა.

საგადასახადო კანონმდებლობაში განსახორციელებელ რეფორმას ფინანსთა სამინისტრო ასევე აქტიურად აცნობს ბიზნეს სექტორს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics