|
2024-12-23 10:10:07, 447 ნახვა
საზოგადოება
ლაგოდეხის სარწყავ არხზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
„საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს. მათი ცნობით, ქალაქ ლაგოდეხში, მაგისტრალური სარწყავი არხის, დაახლოებით, 1,1 - კილომეტრიანი მონაკვეთი რკინა-ბეტონით მოპირკეთდა, მოეწყო ჩამქრობი ჭები, აშენდა საფეხმავლო და საავტომობილო ხიდები. „აღნიშნული სამუშაოები არხში წყლის შეუფერხებლად გადინებას შეუწყობს ხელს. შედეგად, დაახლოებით 370 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის გაუმჯობესებასთან ერთად, არხის მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ეზოების დატბორვის საშიშროება აღარ იარსებებს. სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. საირიგაციო არხზე შესრულებული სამუშაოები საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, თამაზ მღებრიშვილმა რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. აღსანიშნავია, რომ, ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო 50 პროექტი მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)