08:06 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 12:12:25, 528 ნახვა

საზოგადოება
პირველი აპრილიდან ეკონომიკის სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა

პირველი აპრილიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს  ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.

ქუმსიშვილის თქმით, ახალი შენობის ფართი 7500 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ბელიაშვილის ქუჩა არის , მისამართს ზუსტად ვერ  გეტყვით, 7500 კვადრატული მეტრი არის. თქვენ თუ გახსოვთ  ჩვენი შენობა გავყიდეთ აუქციონზე 6 მილიონ დოლარად გამოვიტანეთ და 9 მილიონ 500 ათას დოლარად გავყიდეთ შენობა. ობიექტურად უნდა ვთქვა და მადლობა უნდა გადავუხადო ინვესტორს, რომელმაც ჩვენი შენობა იყიდა. მან სამი თვით მეტი გაგვაჩერა ამ შენობაში, ანუ პირველ იანვარს უნდა დაგვეცალა და ჩვენ მათ ვთხოვეთ, რომ სამი თვით მეტი გავჩერებულიყავით, შესაბამისად სამინისტრო ბელიაშვილის ქუჩაზე გადავა, პირველი აპრილიდან უნდა გადავიდეთ ნამდვილად“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics