|
2024-12-20 16:51:35, 512 ნახვა
საზოგადოება
აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს
აქციაზე დაშავებული 21 წლის ალექსანდრე თირქია ინგოროყვას კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ თავად თირქია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს. თირქიას თქმით, მკურნალობას და რეაბილიტაციას აგრძელებს.
შეგახსენებთ, ექიმების ინფორმაციით, საპროტესტო აქციაზე დაშავებულ 21 წლის ალექსანდრე თირქიას სკალპის ღია ჭრილობა, შუბლის ძვლის და თვალბუდის და ზედა კიდის კედლის მოტეხილობა, ასევე, შუბლის წილის კონტუზიური დაზიანება აღენიშნებოდა. ექიმის განცხადებით, პაციენტს თავის ტვინის გარსებში ტრავმული სისხლჩაქცევებიც აღენიშნებოდა, რის გამოც, ოპერაცია ჩაუტარდა. ამის შემდეგ ის მედიკამენტოზური ძილის ქვეშ იმყოფებოდა. თირქია სამედიცინო დაწესებულებაში 3 დეკემბრიდან იმყოფებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)