|
2024-12-19 20:12:15, 421 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის მინისტრმა პირველი ქვეითი ბრიგადის პირად შემადგენლობას ქვედანაყოფის დაარსების დღე მიულოცა
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 32 წელს აღნიშნავს. ღონისძიება გორში, ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პირად შემადგენლობას პირველი ბრიგადის იუბილე თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად მიულოცა. სიტყვით მიმართვისას ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალებისთვის ქვედანაყოფის მნიშვნელოვან როლსა და ბრიგადის ისტორიაზე ისაუბრა.
ბრიგადის დაარსების დღესთან დაკავშირებით პირადი შემადგენლობა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურეობრივი საშტატო იარაღით, უწყებრივი მედლებით - სამშობლოსათვის თავდადებული“, ,,გენერალი კვინიტაძე“, ,,გიორგი ანწუხელიძე“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდა. "პირველი ქვეითი ბრიგადის იუბილის აღნიშვნის შემდეგ ქვედანაყოფში დაღუპული, დაჭრილ-დაშავებული და მოქმედი სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართა. ბავშვებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დამდეგი შობა-ახალი წელი და ნიკოლოზობა მიულოცა და მშვიდობა, ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უსურვა. პატარებისთვის საახალწლო განწყობის შექმნაზე ქართველმა მომღერლებმა, ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. სამხედრო ბაზაზე საახალწლო სოფელიც მოეწყო, სადაც პატარებს თოვლის ბაბუამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)