|
2024-12-19 15:54:12, 516 ნახვა
საზოგადოება
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში სროლის შედეგად ერთ-ერთი ე.წ. დეპუტატი დაიღუპა
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობაში სროლა მოხდა, რის შედეგადაც ე.წ. პარლამენტის წევრი ვახტანგ გოლანძია დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ე.წ. პარლამენტთან სროლის შედეგად ასევე დაიჭრა ე.წ. დეპუტატი კან კვარჩია, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ადგილობრივი მედია წერს, რომ „დეპუტატები“ მაინინგის აკრძალვის „კანონპროექტს“ განიხილავდნენ, რომლის დროსაც, ადგურ ხარაზიასა და კან კვარჩიას შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რასაც ხარაზიას მხრიდან იარაღის გასროლა მოჰყვა, ხოლო დაღუპული ვახტანგ გოლანძია მათ გაშველებას ცდილობდა.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)