12:09 - 22 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 14:03:49, 438 ნახვა

საზოგადოება
საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით ბაკურიანში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება

20 - 21 დეკემბერს ბაკურიანში საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის ეგიდით (FIS) მოგულის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო  ღონისძიებაში მსოფლიოს წამყვანი 19 ქვეყნის (აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, ჩეხეთი, ფინეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ავსტრალია, ირლანდია, იაპონია, ყაზახეთი,  სამხრეთ კორეა, სამხრეთ აფრიკა) 91  სპორტსმენი იასპარეზებს. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ევროსპორტზე გადაიცემა.

„მოგულის დისციპლინა კოხტას მთაზე ჩატარდება, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან აღიარებულია მსოფლიოში ყველაზე გრძელ ტრასად აღნიშნული დისციპლინისთვის. ღონისძიება საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის ტრასების სააგენტოსა" (MTA) და სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართება. საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან წლევანდელი შეჯიბრის საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობას მიიღებენ შეჯიბრის დირექტორი ანდრეა რინალდი და ტექნიკური დელეგატი იუსი-პეკა კინუნენი.

 2025 წლის ზამთრის სეზონზე მსოფლიო თასის ეტაპები გუდაურში გაგრძელდება (28 თებერვალი - 1 მარტი  - სკი კროსი,   8 - 9 მარტი - სნოუბორდ კროსი). აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში 2023 წელს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარების შემდეგ, საერთაშორისო სათხილამურო  და სნოუბორდი ფედერაციის (FIS) გადაწყვეტილებით საქართველოს კურორტები - გუდაური და ბაკურიანი მუდმივ კალენდარში მოხვდნენ, სადაც მსოფლიო თასის ეტაპები ყოველწლიურად გაიმართება.

შედეგად, 2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე, მსოფლიო თასის ეტაპები მოგულში, სკი და სნოუბორდ კროსის დისციპლინებში გაიმართა. შეჯიბრებები საერთაშორისო სათხილამურო და სნოუბორდის ფედერაციის (FIS) მხრიდან, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით უმაღლეს დონეზე შეფასდა. ღონისძიებები ევროსპორტსა და სხვა საერთაშორისო მედიაპლატფორმებზე გაშუქდა, რომელთაც, ჯამში 50 მილიონიანი აუდიტორია ჰყავდათ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სანდრო მამუკელაშვილის დებიუტი NBA-ში ლეიკერსის მაისურით
ისწავლე ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სრული დაფინანსებით
თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics