05:22 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-19 13:38:08, 412 ნახვა

საზოგადოება
„თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“, დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ

ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - „თიბისი“ და „საქართველოს ბანკი“ გაერთიანდა და ერთობლივად 5 000 000 ლარს გამოყოფენ. 

ფინანსური რესურსი მიმართული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდასაჭერად. ასევე, ფონდებში, რომლებიც აქციების მიმდინარეობისას, დაზარალებულ მოქალაქეებს იურიდიულ, ფინანსურ თუ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მხარდაჭერას უწევენ.

„თიბისის“ და „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოყოფილი 2,5 მლნ ლარი მოხმარდება ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას პარტნიორ ბიზნესებთან კოლაბორაციით: 

TBC x Mymarket.ge  

TBC x Glovo 

TBC x tkt.ge 

TBC x Swoop

BOG x Extra.ge

BOG Ads Manager 

BOG x Biletebi.ge

BOG Gift card

BOG x Wolt

თანხის მეორე ნაწილი - 2.5 მლნ ლარი კი, შემდეგ ფონდებში გადანაწილდება:

#ერთმანეთისთვის

სოლიდარობის ფონდი Prosperity Georgia

Human Rights House Tbilisi • თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ერთობლივი ინიციატივისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდს: 5,000,000 ლარი დაზარალებულების მხარდასაჭერად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics