|
2024-12-18 17:10:44, 367 ნახვა
პოლიტიკა
ესტონეთის საგარეო - ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეოებმა აჩვენეს, რომ საქართველოს მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს
ესტონეთი აფასებს ესპანეთის, რუმინეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს,- ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ X-ზე წერს და საქართველოს მთავრობის განცხადებას აქვეყნებს, რომელიც ესპანეთმა, რუმინეთმა და იტალიამ უარყვეს. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშული, ესტონეთი საქართველოს დემოკრატიას მხარს უჭერს.
შეგახსენებთ, 17 დეკემბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა 5 ქვეყანას, რომლებმაც მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე“. „ესენი არიან: უნგრეთი, სლოვაკეთი, იტალია, ესპანეთი და რუმინეთი. მათ დაიცვეს ქართველი ხალხის ინტერესები ევროკავშირის საბჭოზე“,- განაცხადა კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. გუშინვე, განცხადება გაავრცელა რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და „ევროკავშირის დონეზე გამართული შიდა დისკუსიების არაზუსტად წარმოჩენის არჩევანის“ გამო, იმედგაცრუება გამოხატა. რუმინეთის შემდეგ, განცხადება გაავრცელა იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ქვეყანამ „კაია კალასის მიერ შეთავაზებულ ზომებს, მათ შორის სანქციების წინადადებას, მხარი დაუჭირა“. რუმინეთისა და იტალიის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ესპანეთის საგარეო უწყებამაც და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანამ საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი სრულად დაუჭირა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)