|
2024-12-18 16:29:06, 481 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია
ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზაზე მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი, მონაკვეთზე, დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასის ჩამოსვლაა. „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 38-ე კმ-ზე (ქედა) მონაკვეთზე, ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდოვანი მასა და ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი. ქვისცვენა კვლავ გრძელდება. რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის წმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)