|
2024-12-14 11:11:13, 546 ნახვა
საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ - საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის არჩევნები გრძელდება [ვიდეო]
თბილისში, პარლამენტთან, სადაც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად კენჭისყრა მიმდინარეობს, საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამ ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. მანამდე, მოქალაქეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს და აქცია-პერფორმანსი, სახელწოდებით „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ გამართეს. პროტესტის მონაწილეებმა თბილისის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისურიც მიიტანეს, რომელიც შემდეგ პროტესტის ნიშნად დაწვეს. აღსანიშნავია, რომ დილიდან საკანონმდებლო ორგანოსთან, მოქალაქეების შეკრების პარალელურად, ჭყლის ჭავლის მანქანები და საპოლიციო ძალებია მობილიზებული. შეგახსენებთ, დღეს, 14 დეკემბერს პარლამენტში საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის არჩევნები იმართება. პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილია დასახელებული. ყაველაშვილის კანდიდატურა 27 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. მეექვსე პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქმედ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც 2018 წლის 28 ნოემბერს აირჩიეს, უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)