|
2015-02-14 12:15:58, 605 ნახვა
სამართალი
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე ოთხი პირი პასუხისგებაში მისცეს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების ჯგუფურად დამზადება-გამოყენების ფაქტზე, ოთხი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა, დააფუძნეს რამოდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომელთა საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა რუსეთიდან და უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტი. "2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრის პერიოდში სახელმწიფოს კუთვნილი იმპორტის გადასახადისაგან თავის არიდების მიზნით, ზემოთ აღნიშნული პირები, მათ მიერვე დაფუძნებულ საზოგადოებებს შორის, ახორციელებდნენ ფიქტიურ სამეურნეო - საფინანსო ოპერაციებს, თითქოს უწევდნენ ერთმანეთს სხვადასხვა მომსახურებას, რისთვისაც ამზადებდნენ ყალბ ანგარიშ-ფაქტურებს და იქმნიდნენ დამატებითი ღირებულების გადასახადის ყალბ აქტივს, რომლითაც შემდგომში ახდენდნენ იმპორტის გადასახადის გადახდას. ჯამში მათი მხრიდან შექმნილი იქნა 1 559 162 ლარის დღგ-ს ყალბი აქტივი", - ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში. მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)