15:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 18:04:19, 1276 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს

ის, რაც ხდებოდა საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში, მკაფიოდ მოითხოვს სანქციებს,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

ელჩის თქმით, ევროკავშირის ლიდერები საპასუხო ზომებზე ორშაბათს შეთანხმდებიან.

„ჩვენ გვესმის თქვენი ხმა, შოკირებულები ვართ იმ ძალადობით, რომელსაც ვხედავთ. ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან, ვისაც საკუთარი შვილებისთვის უკეთესი მომავალი უნდა, რაც ევროკავშირის წევრობას მოიაზრებს.

გასულ კვირას ვიყავი ბრიუსელში, მქონდა შესაძლებლობა გავსაუბრებოდი 27 ქვეყნის ელჩს, ასევე შევხვდი ევროკავშირის ინსტიტუტებში შეცვლილ ლიდერებს. მომავალ ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან და იმსჯელებენ საქართველოს საკითხზე, რომელიც განხილვის თემა მომავალი კვირის ბოლოსაც იქნება. მთავარი განხილვის თემა, რა თქმა უნდა, ბრუტალური ძალადობის შემთხვევები იქნება, რაც მიუღებელია. ვნახოთ, რა მოხდება მომავალ კვირას. კაია კალასმა თქვა, რომ პასუხი ყველაფერს გაეცემა და უშედეგოდ ეს არ ჩაივლის.

მაგიდაზე დევს ყველაფერი. ჩვენ შევთავაზეთ საქართველოს ყველაფერი, დაწყებული ასოცირების შეთანხმებიდან დამთავრებული უვიზო მიმოსვლით. ბოლოს საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, მაგრამ რაც ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აბსოლუტურად შეუთავსებელია ამ პრივილეგიებთან და ეს უნდა აისახოს კიდეც. სანქციები ევროკავშირებისთვის რთული მისაღწევია, რადგან 27 ქვეყნის თანხმობაა საჭირო. თუმცა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში საქართველოში ხდება, ნამდვილად იმსახურებს სანქციებს.  რამდენადაც ვიცი, ამჟამად მიდის სანქციებზე მუშაობა. თუ ჩვენ მივაღწევთ ერთიანობას 27-ივე ქვეყანას შორის და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყნისთვის რთული იქნება, რომ უარყოს ის ძალადობის დონე და სისასტიკის დონე, რომელსაც ვხედავთ, დაველოდოთ ორშაბათს, თუ წარადგენენ სანქციებს, რადგან სანქციების მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics