|
2016-03-01 15:44:34, 559 ნახვა
პოლიტიკა
ენმ: გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. ამასთან გიგი წერეთელი ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არცეული. „გიგი წერეთელი, ეუთოს საპარლამენტო ასამბელის ვიცე-პრეზიდენტად უკვე მეორე ვადითაა არჩეული. ამასთან, ის ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციასაც ხელმძღვანელობს, რომელმაც გიგი წერეთელი ასამბლეის პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. აღსანიშნავია, რომ ასამბლეის ამჟამინდელი პრეზიდენტის ილკა კანევრას (ფინეთი) საპრეზიდენტო ვადა ეწურება და ეუთოს წესდების თანახმად, ხელახალი კენჭისყრის უფლება არ აქვს. არჩევნები 2016 წლის ივლისში, თბილისში, საგაზაფხულო სესიის მიმდინარეობისას გაიმართება, რომელსაც დაახლოებით 800-ზე მეტი სტუმარი ეყოლება. ასამლბეის სესია, რომელზეც გიგი წერეთელი კანდიდატად დასახელდა გასულ კვირას ვენაში გაიმართა. სესიაზე სიტყვით გამოსვლის გარდა, გიგი წერეთელმა შეხვედრები გამართა ასამბლეის პრეზიდენტ ილკა კანერვასთან, გენერალურ მდივანთან რობერტო მონტელასთან, ევროკომისართან ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ქრისტოს სტილიანიდთან და ეუთოს ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის ოფისის ხელმძღანელ გეორგ ლინკთან. შეხვედრების ფარგლებში განიხილეს საქართველოში ჩასატარებელი საზაფხულო სესიისა და ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული თემები“, - ნათქვამია „ნააციონალური მოძრაობის“ განცხადებაში.
ინაშვილი - ჩუბინიძის დაკავება აღიქმება, რომ ყველას დავიჭერთ, ვისაც კობახიძე არ მოსწონს
ნიკა გვარამია - პარტიები კი არა, პოლიტიკა უქმდება და ყველა ცვლილების არხი იხშობა - ხვალ, თსუ-ის პირველ კორპუსთან, ვიწყებთ პროტესტის
გურამ დადიანიძის საქმეზე დღეს შსს-სთან აქცია გაიმართა
თბილისში, სკოლაში ძალადობის ორგანიზების ბრალდებით ორი არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)