15:33 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 15:21:45, 474 ნახვა

პოლიტიკა
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდებარედ აქცია იმართება

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმდებარედ ამ წუთებში აქცია იმართება.

საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ადამიანები საგამოძიებო სამსახურს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ახალგაზრდებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოამდგენლებმა ადგილზე საპროტესტო აქციების დროს დაშავებული მოქალაქეების ფოტოსურათები მიიტანეს.

„დიდი მოლოდინი აღარ მაქვს სახელმწიფო უწყებებთან მიმართებით იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის სახელმწიფო უწყებები მიტაცებული. მას ჰყავს თავისი მინისტრები, თავისი უწყებები და თავისი პარლამენტიც კი. ის ცდილობს, თავისი ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით შეინარჩუნოს ძაულაუფლება“,- განაცხადა აქციაზე მყოფმა „საერთაშორისო - გამჭირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა „მთავარ არხთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებმა დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქები მას შემდეგ მოიცვა, რაც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics