2024-12-09 09:12:56, 875 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დასრულდა.
საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში სასწრაფო დახმარების ჯგუფები აღარ იმყოფებიან.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა რუსთაველის გამზირი დატოვეს, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ტერიტორიის დასუფთავება დაიწყეს.
შეგახსენებთ, საპროტესტო აქციებმა დედაქალაქი და ქვეყნის სხვა ქალაქები მას შემდეგ მოიცვა, რაც „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა. გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები დედაქალაქსა და ქვეყნის რამდენიმე ქალაქში 10 დღეზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,