15:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-08 16:46:44, 2880 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ადგილი აქვს ძალადობის რომანტიზებას - თქვენ, ასეთი ადამიანები, მოძალადეებზე უარესები ხართ!

წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს ის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. 

კალაძის თქმით, „ადამიანები, რომლებიც ძალადობას და საზოგადოების ბულინგს ახალისებენ, მოძალადეებზე უარესები არიან“. 

„მინდა, დავიწყო ძალადობის ამსახველი იმ კადრების შეფასებით, რომელიც გუშინ ყველამ ვიხილეთ. წარმოუდგენელია, ძალადობას ჰქონდეს გამართლება, ვისი მხრიდანაც არ უნდა ხორციელდებოდეს, რომელი პროფესიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს ის. ძალადობა მიუღებელია. თუმცა, ჩვენ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ ახალისებენ ძალადობას, ხელს უწყობენ საზოგადოების პოლარიზებას, გახლეჩას, დაპირისპირებას. მთელი ამ ხნის განმავლობაში, თვეების, წლების მანძილზე ვხედავთ ძალადობის კონკრეტულ ფაქტებს; ვხედავთ, რომ კონკრეტული ადამიანების მხრიდან არ ხდება არანაირი დაგმობა, პირიქით, ადგილი აქვს ხელშეწყობას, წახალისებას, რომანტიზებას. თქვენ, ასეთი ადამიანები მოძალადეებზე უარესები ხართ. რომელი ერთი ფაქტი გავიხსენო, როდესაც ხმა არ ამოგიღიათ. ფიზიკური, სიტყვიერი ძალადობები, ბულინგი, ეს ყველაფერი თქვენი ცხოვრების ყოველდღიურებად იქცა, სხვა ადამიანების მისამართით. ვინც არ ეთანხმება თქვენს პოზიციებს, ძალადობთ მასზე. 

მაგალითად, ავიღოთ ფეხბურთელები, გამოვიდა ოთარ კაკაბაძე, რომელმაც თქვა, რომ მძიმე საყურებელია, რაც ხდება ქვეყანაში. და რა გააკეთეს? პირდაპირ დაიწყო მისი ბულინგი, დამცირება. ეს კარგს არაფერს მოგვიტანს, ეს ცალმხრივი დაგმობა“,- აღნიშნა კახა კალაძემ. 

თბილისის მერის განცხადებით, „ძალადობას არა აქვს გამართლება, ისევე როგორც ძალადობის წახალისებას“. 

„როგორ შეიძლება მოიწონოს ვინმემ, მაგალითად, როდესაც პოლიციელებს ესვრიან ქვებს, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს და შემდეგ ის ადამიანი, რომელიც ისროდა „მოლოტოვის კოქტეილებს“ და უნდოდა პოლიციის ცოცხლად დაწვა, გმირად გამოიყვანო და შეიწყალო. ვის მოეწონება ის ძალადობა, რაც გუშინ ვიხილეთ. ამიტომ სამართლიანობა და ობიექტურობა არის მნიშვნელოვანი. ვის აწყობდა პირდაპირ ეთერში ამ კადრების დემონსტრირება, ვის? დარწმუნებული ვარ, ყველა კითხვას გამოძიება გასცემს პასუხს“,- განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics