2024-12-08 04:18:06, 478 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - იტალიის პრემიერთან ვამხილე საქართველოში მიმდინარე რეპრესიები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის შეხვდა. პრეზიდენტი იტალიის მთავრობის მეთაურს, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა. "შესანიშნავი საუაბრი მქონდა პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონისთან. ვამხილე საქართველოში მიმდინარე საგანგაშო რეპრესიები. მადლობა გადავუხადე მას ქართველი ხალხის მხარდასაჭერად, იტალიის მიერ მხარდაჭერილი, ევროკავშირის ძლიერი და გადამწყვეტი ქმედებისთვის. მადლობა იტალია"- წერს საქართველოს პრეზიდენტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,