2024-12-08 01:53:16, 489 ნახვა
პოლიტიკა
ზურაბიშვილი - სიღრმისეული განხილვა მქონდა ტრამპთან და მაკრონთან - ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, „რესპუბლიკელ“ დონალდ ტრამპს შეხვდა.
შეხვედრის ამსახველი ფოტო ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა.
„სიღრმისეული განხილვა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ მაკრონთან. ვამხილე მოპარული არჩევნები და უკიდურესად საგანგაშო რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ხაზი გავუსვი ძლიერი აშშ-ს საჭიროებას. ქართველ ხალხს დონალდ ტრამპის სახით მეგობარი ჰყავს. ღმერთმა დალოცოს ამერიკის შეერთებული შტატები“,- წერს სალომე ზურაბიშვილი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,