00:42 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 22:54:10, 470 ნახვა

სამართალი
კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ტიტუშკები კობა ხაბაზს თავს დაესხნენ

ბესიკის ქუჩაზე, კოალიცია ცვლილებისთვის ოფისთან ტიტუშკები მიცვივდნენ, ადგილზე დაპირისპირებაა. შავფორმიანები იქამდე თავს დაესხნენ მოქალაქეებს ალექსანდრე ბაღში, ასევე ნაცემია ოპოზიციონერი პოლიტიკოსი კობა ხაბაზი და კიდევ ორი ადამიანი. 

ხაბაზს დაზიანებები აქვს თავის არეში. 

კობა ხაბაზის თქმით, თავდამსხმელების გეგმა იყო, რომ ვინმე ცნობილი ადამიანი ეცემათ.

„მათი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, ლიფტიდან გამოვედი, იქვე კიბეა ოფისში ჩასასვლელი და როდესაც ჩავდიოდი, უეცრად ამოვარდნენ. 50-მდე ადამიანი იყო. დაიწყეს გინება, ცემა. თავში ჩამარტყეს რაღაც და დავეცი, შემდეგ წიხლებს მირტყამდნენ. აშკარად მიცნეს და დამესივნენ. დავალება იყო, რომ ვინმე ცნობადი სახე ეცემათ. რა თქმა უნდა, ეს იყო მიზანმიმართული.

ეს დაპირისპირება ოფისის შიგნით დაიწყო, სადაც არის გამშვები პუნქტი. შიგნით გველოდებოდნენ, ვინც პირველი გამოვიდოდა, ის მოჰყვებოდათ ხელში და მე აღმოვჩნდი პირველი. გეგმა იყო ეცემათ ვიღაც და ვისაც სცემდნენ, უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად ცნობადი ადამიანი. სასაცილოდ საწყლები და პატარები არიან, როცა ასე ჩასაფრებით და თან 50 კაცი ესევა ერთ ადამიანს და ფიზიკურად უსწორებენ ანგარიშს. აუცილებლად აგებენ ისინი პასუხს. ივანიშვილი და რუსები აუცილებლად ცუდად დაამთავრებენ", - განაცხადა კობა ხაბაზმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics