17:11 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 22:46:30, 363 ნახვა

პოლიტიკა
ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს ტიტუშკები თავს დაესხნენ

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე თავდასხმის დეტალებს იხსენებს. მას და მის ოპერატორს, გიორგი შეწირულს თავს შავფორმიანები პირდაპირ ეთერში დაესხნენ:

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძესა და ოპერატორს, გიორგი შეწირულს დაზიანებები აქვთ. ამასთან ერთად, ვიდეოში ჩანს, რომ წაქცეულ გიორგი შეწირულს ტიტუშკების ჯგუფი ფეხებს ურტყამს.

"მიკროფონი წაიღეს, კამერა წაიღეს, ორივეს გვირტყეს, გვეძახდნენ, რას აშუქებთ თქვე ბო*ებო? პატრული აქ იდგა, ამ ადგილას და აქ მოხდა შემთხვევა. რეაგირება არ მოახერხეს, უბრალოდ წავიდნენ. დაგვესხნენ თავს, გვირტყეს, მაროდიორები არიან შავი ნიღბებით." - ამბობს ჩიხლაძე.

"ათი კაცი მირტყამდა თავში ფეხს, არ დამინდეს, ყველაფერი წამართვეს, მერე ვიღაცამ უთხრა კარგი ეყო აღარ დაარტყაო და გაიქცნენ" - ამბობს "ტვ პირველის" ოპერატორი გიორგი შეწირული  

"ჩვენი ინფორმაციით, ფიზიკურად უსწორდებოდნენ აქციის მონაწილეებს ბესიკის ქუჩის კუთხეში და მოვედით გადასაღებად. 30-ზე მეტი შავებში ჩაცმული ადამიანი იყო ნიღბებით, რომლებიც ურტყამდნენ ბიჭებს, ვკითხე ვინ ხართ, რატომ მოხვედით აქ და გამოეყო რამდენიმე ადამიანი ამ ჯგუფს დაგვესხნენ თავს მე და ჩემს ოპერატორს, წაართვეს  კამერა, ტექნიკური მოწყობილობა, ჩემი მიკროფონი წაიღეს, დამაგდეს ძირს, მირტყეს წიხლები, მერე რომელიღაცას გაუნათდა გონება, რომ გოგოა თავი დაანებეთ, მაგრამ არა - ეგენი რას აშუქებენ ხო იცითო? უკვე იცოდნენ ვინ ვიყავით. საპატრულო პოლიცია იდგა ჩემთან ორ მეტრში და რომ გამოვედი პატრული აღარ იყო" ამბობს მაკა ჩიხლაძე. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics