|
2024-12-07 21:11:05, 436 ნახვა
პოლიტიკა
მოქალაქეები წერენ, რომ აქციაზე მყოფებს სახლში აკითხავენ და გამოკითხვაზე მიჰყავთ
მოქალაქე მარიამ რატიანი Facebook-ში წერს, რომ სახლში შეუვარდნენ და მისი ძმა, ნიკოლოზ რატიანი წაიყვანეს, თუმცა სად მისივე თქმით, უცნობია. ამის ამსახველი ვიდეო რატიანმა საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ვიდეოში ჩანს, რომ სახლთან თავდაპირველად სამი ადამიანი არის მისული, რომელთაგან ერთ-ერთი მარიამ რატიანს ეუბნება, რომ მის ძმასთან "10 წუთით გასაუბრება სურთ" და ადგილზე "მშვიდობიანად არიან მისულები". მოგვიანებით, ვიდეოში ჩანს კიდევ დამატებით რამდენიმე ადამიანი, მათგან ერთ-ერთს ტანსაცმელზე პოლიციის მაიდენტიფიცირებელი წარწერები აქვს. ისინი, სავარაუდოდ ორდერის ჩვენების გარეშე სახლში შედიან და ნიკოლოზ რატიანი გაჰყავთ. "ხალხნო, მეგობრებო, ე.წ. "მშვიდობიანად" (!) შემოგვივარდნენ სახლში და წაიყვანეს ჩემი ძმა. სასწრაფოდ გვჭირდება გამოცდილი ადვოკატი. დაზუსტებით არ ვიცით, სად წაიყვანეს. გვითხრეს, გამოჰყევითო, მაგრამ არც ადგილმდებარეობა გვითხრეს სად მიჰყავდათ და არც თავად წაგვიყოლეს! არ გვითხრეს, რას ედავებიან! 10 წუთი გვინდა გასაუბრებაო." - წერს მოქალაქე.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)