17:10 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 17:56:51, 386 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - აქციაზე უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ივანიშვილის მძევლები არიან

აქციაზე უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები ივანიშვილის მძევლები არიან,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

გახარიას ქმით, საპოლიციო ძალები და არაფორმალური დაჯგუფებები უმიზეზოდ ძალადობენ მშვიდობიან დემონსტრანტებზე. მისივე თქმით, ქართული ოცნება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას.

„ორგანიზებულად საპოლიციო ძალებმა და არაფორმალურმა დაჯგუფებებმა, ფაქტობრივად, ალყაში მოაქციეს მშვიდობიანი დემონსტრანტები. იტაცებდნენ უმიზეზოდ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობდნენ და ეს იყო ყველა ნორმის, ადამიანის უფლებების გამოხატვის თავისუფლების დარღვევა.

ფაქტობრივად, ის, რაც დღეს ხდება, ყველანაირ კონტროლსა და კანონს მიღმაა. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლება თავად აპროვოცირებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ჩვენ, ფაქტობრივად ქაოსის საზღვარზე ვდგავართ. 

უნდა ვაღიაროთ, რომ ივანიშვილს, როგორც ჩანს, მძევლად ჰყავს აყვანილი სამართალდამცავი სისტემა და ამ სისტემაზე უკანონო დავალებებით, ფაქტობრივად, მძევლად აიყვანა, ის 500-ზე მეტი ახალგაზრდა, რომელიც დღეს არის დაპატიმრებული. უკანონოდ დაპატიმრებული ადამიანები, რომლებიც არიან ივანიშვილის მძევლები. 

დღეს, ჩვენ არ ვიცით ზუსტი ციფრი ამ ადამიანების, ესენი 500 ადამიანი და ცოტა მეტია, არ ვიცით რამდენია დაშავებული ან სად მკურნალობენ. ფაქტობრივად, დღეს, დე ფაქტო ხელისუფლება ძალადობს საქართველოს მოქალაქეებზე“,- განაცხადა გახარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics