00:43 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-07 15:07:35, 397 ნახვა

სამართალი
ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევის 54 ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, სამართალდარღვევის 54  ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამართალდარღვევებიდან  53 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

მათივე ინფორმაციით, ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული, სხვადასხვა სახეობის 91 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე, რომელიც სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

„ქვეყნის მასშტაბით,  ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 30 სამართალდარღვევა გამოვლენილია კახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ,  5 - სამცხე-ჯავახეთის, 1 - მცხეთა-მთიანეთის,  10 - იმერეთის სატყეო სამსახურის,  3 - ქვემო ქართლის და 4 შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის იანვრიდან ნოემბრის  ჩათვლით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ, ჯამში, ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 622  ფაქტია გამოვლენილი; „საქმიან ეზოებში“ დასაწყობებული რესურსის მოცულობამ 1197  კუბური მეტრი შეადგინა.

რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლების მიერ, ასევე გამოვლენილია სახელმწიფო ტყის ფონდის თვითნებურად დაკავების 1 ფაქტი.

ეროვნული სატყეო სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულება  ტყის აღდგენის ღონისძიებებია,  რომელიც  ქვეყნის მასშტაბით 4000 ჰა ფართობზეა განხორციელებული, ხოლო გეგმის მიხედვით, 2030 წლამდე აღდგენის სამუშაოები სულ მცირე 20 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის ცნობილი სახეების ჩართულობა სააგენტოს მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიებში. სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის მთელ პერიმეტრზე განთავსებულია ფოტოხაფანგებიც, რაც, სატყეო სამსახურის თანამშრომლების პატრულირებასთან ერთად,  ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის გამოვლენის საშუალებას იძლევა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics