|
2024-12-07 04:23:29, 864 ნახვა
სამართალი
სანაპიროზე მომიტინგეებზე თავდასხმის მონაწილე ბიზნესმენი დავით მიქაძეა, რომელიც ყოფილი დასანქცირებული პროკურორის ფარცხალაძის მეგობარია
სანაპიროზე მომხდარ დაპირისპირებაში სადაც ჩრდილოკავკასიელები მონაწილეობდნენ ერთ-ერთი მონაწილე ბიზნესმენი დავით მიქაძეა. ამის შესახებ "ფეისბუქ" მომხმარებლები წერენ, მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც მიქაძეს პირადად იცნობენ. დავით მიქაძე ყოფილი მთავარი პროკურორის ფარცხალაძის ახლო მეგობარია. ფარცხალაძე საქნცირებულია აშშ-ს მიერ რუსული ინტერესების საქართველოში გატარებისთვის. ვიდეომასალაში ცხადად ჩანს, რომ როდესაც მოქალაქეებს შეიარაღებული პირი, სავარაუდოდ, ჩრდილოკავკასიიდან ჩამოსული ადამიანი დაუპირისპირდა, მათთან ერთად დავით მიქაძე იმყოფებოდა. დავით მიქაძე კრიმინალურ სამყაროსთან დაახლოებული პირია. ის 90-იან წლებში "მთაწმინდის საძმოში" ირიცხებოდა. 2021 წლის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვითმ შპს "დომსონსი" მთაწმინდელმა ძმებმა მიქაძეებმა და ავლაბრელმა ძმებმა ფეიქრიშვილებმა , რეკეყის გზით გაიყვეს. ხელისუფლების პირობებში რომ ე.წ. საძმოები ყველაზე გავლენიანი ბერკეტია წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა ხმების მობილიზებისთვის, ეს ცნობილი ფაქტია.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)