19:55 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-06 14:06:16, 364 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი - ელისაშვილმა თქვა - „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“ - ალეკო, ამ ციხეში ახლა შენც მოგიყვანეს

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“, ალეკო, ახლა შენც მოგიყვანეს ამ ციხეში,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.

სააკაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა, არ შეწყვიტონ თავისუფლებისთვის ბრძოლა.

„ალეკო ელისაშვილი მოიყვანეს „ვივამედში“. დამამახსოვრდა, ალეკომ რამდენიმე თვის წინ ტელევიზიით თქვა, რომ „სააკაშვილმა დაამთავრა იქ, სადაც დაამთავრა, ზის ციხეშიო“. ალეკო, ახლა შენც მოგიყვანეს ამ ციხეში. ზუსტად ვიცი, რომ ხარ პოლიტიკური პროვოკაციის მსხვერპლი და ყველა, ვინც არ გამოხატავს ალეკოს მიმართ სოლიდარობას, ის მერე ხვალ, თვითონ გახდება ასეთი მოპყრობის მსხვერპლი და ასეთი დაჭერის მსხვერპლი.

ნახეთ, რა კომპრომატებს და ცირკებს დგამენ - კეზერაშვილების სახლებში ჩხრეკა, სადაც მრავალი წელია არ ცხოვრობს. ეს ხომ ჩვეულებრივი პროპაგანდის ტრიუკია იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანონ ძირითადი ბრძოლისგან და ძირითადი ბრძოლა ხართ თქვენ, ძირითადი შიში აქვთ თქვენი, თქვენ ხართ ახლა წამყვანი ყველა ასაკის ადამიანი, მაგრამ განსაკუთრებით ახალგაზრდობა.

რაც არ უნდა მოაწყონ, რაც არ უნდა დამემუქრონ, იცოდეთ, რომ თავისუფლება გაიმარჯვებს. თავისუფლება ყველა დაკავებულს, თავისუფლება ჩვენს ბიჭებს, თავისუფლება მიტინგებზე დაკავებულ ადამიანებს, თავისუფლება ალეკო ელისაშვილს, თავისუფლება ნიკა გვარამიას, თავისუფლება ყველას, ვინც არის უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ელისაშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics